სტერლინგი შეიძლება ნაახალწლევს "ბარსელონაში" გადავიდეს

AutoSharing Option
"ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ რაჰიმ სტერლინგის სამსახურით დაინტერესდა.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა უსმან დემბელე "ბარსასთან" 2025 წლის ზაფხულამდე კონტრაქტს. ის ჯერ თავს იკავებს.

გამოცემის მტკიცებით, ვიდრე დემბელე ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, არ ათამაშებენ.

ზაფხულში "ბარსელონას" დირექტორი მატეუ ალემანი უკვე დაუკავშირდა "მანჩესტერ სიტის" და კონტაქტები გრძელდება.

სტერლინგს "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული და შეიძლება "ბარსელონამ" ზაფხულში ინათხოვროს.