რამდენად აპატიებენ, უცნობია... "იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტზე "ექსლივერპულელს" დანიშნავენ?

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ოლე გუნარ სოლსკიაერის გაშვებასა და ახალი მწვრთნელის მოყვანას ფიქრობს. როგორც ESPN იუწყება, "წითელი ეშმაკები" "ლესტერის" თავკაცის, ბრენდან როჯერის კანდიდატურას განიხილავს.

მოგეხსენებათ, მანჩესტერელთა ბოსებმა ნორვეგიელ სპეციალისტს სიტუაციის გამოსასწორებლად 3 შეხვედრა მისცეს. თუ ყველაფერი უკეთესობისკენ არ წავა, ამ შემთხვევაში ოლე გუნდს დატოვებს. თუმცა სინამდვილეში, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობამ ახალი მწვრთნელის ძიება უკვე დაიწყო, გადადგომის მიზეზი კი დროის გაწელვა და იდეალური ვარიანტის აღმოჩენა გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ ბრენდანი 2012-15 წლებში "ლივერპულის" თავკაცი იყო. მერსისაიდელები ირლანდიელს რამდენად აპატიებენ ამ საქციელს, უცნობია.

მომზადებულია championat-ის
მიხედვით


ასევე დაგაინტერესებთ