"ლივერპულთან" 0:5 განადგურების შემდეგ "მანჩესტერმა" პრემიერლიგის მე-10 ტურში სტუმრად დამაჯერებლად სძლია "ტოტენჰემს" – 3:0.
რონალდომ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა და პრემიერლიგის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს ერთ მატჩში მოახერხა. მან დიდიე დროგბას რეკორდი დაამხო. კრიშტიანომ "ტოტენჰემის" კარი კარიერაში მეთერთმეტედ დალაშქრა - ყველაზე მეტი გოლი ინგლისში "დეზებს" გაუტანა.
"მანჩესტერი", რომელმაც ჩემპიონატზე ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 17 ქულით მეხუთე ადგილზეა და 6 ნოემბერს "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს, იქამდე კი, 3 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ბერგამოში "ატალნტას" დაუპირისპირდება.
ლონდონი. "ჰოთსპური". 60 356 მაყურებელი
ტოტენჰემი - მანჩესტერი 0:3
გოლები: 0:1 რონალდო (39), 0:2 კავანი (64), 0:3 რეშფორდი (86)