ანტონიო კონტე "ტოტენჰემის" მწვრთნელი გახდა. კონტეს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე, მისი გახანგრძლივების პერსპექტივით გაუფორმეს.
იტალიელმა შემდეგი განაცხადა: "სამწვრთნელო საქმიანობას დავუბრუნდი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდს აქვს ამბიცია, ისევ გახდეს პრემიერლიგის მთავარი გმირი. კლუბს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი აქვს. სულმოუთქმელად ველი მუშაობის დაწყებას, რათა გუნდსა და გულშემატკივრებს ჩემი ჟინი და მენტალიტეტი გადავცე, რომლითაც მუდამ გამორჩეული ვიყავი ფეხბურთელობისა და მწვრთნელობისას".