"იუნაიტედის" ახალმა მწვრთნელმა შესაძლოა რონალდოს სუპერმანქანებით სიარული აუკრძალოს

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდო საკუთარი ძვირად ღირებული მანქანებით ცნობილია, თუმცა გუნდის ახალმა მწვრთნელმა რალფ რაგნიკმა შესაძლოა ვარსკვლავს მისი გამოყენება ვარჯიშზე მისასვლელად აუკრძალოს.

გერმანელ სპეციალისტს მკაცრი წესები როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ახასიათებს. ეს გამონაკლისი არც მანჩესტერში იქნება.

"ლაიპციგში" მოღვაწეობის დროს რაგნიკი ფეხბურთელებს სავარჯიშო ბაზაზე მისასვლელად მხოლოდ კლუბის მანქანის ვარიანტს სთავაზობდა. Mirror-ის მტკიცებით, ეს წესი "იუნაიტედშიც" ამოქმედდება.

მოგეხსენებათ, კრიშტიანო სუპერმანქანების დიდი მოტრფიალეა. მის ავტოფარეხში შეხვდებით "ფერარის", "ლამბორჯინის", "ბენტლისა" და სხვა ძვირად ღირებულ ავტომობილებს.

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, მისი მწვრთნელები სპორტსმენს მეტ თავისუფლებას ანიჭებდნენ, მიზეზი კი
ათლეტის სტატუსი იყო, თუმცა გერმანელი სპეციალისტისთვის წესი ყველასთვის ერთნაირია. თუ ეს ყველაფერი ამოქმედდება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები სავარჯიშო ბაზაზე "შევროლეს" მარკის ავტომობილით მივლენ. მოგეხსენებათ, ამერიკული კომპანია "წითელი ეშმაკების" პარტნიორია.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

altძვირადღირებული მანქანები და გლამურული სახლები - რას ფლობენ ლეგენდები?! [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ადამიანი არის ფეხბურთისთვის და ვარჯიშისთვის დაბადებული, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რით მივა ვარჯიშზე, უმაღლესი დონის პროფესიონალია რაც არაერთხელ დაამტკიცა, აკრძალვები უნდა დაუწესო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, რომლებიც ორ კაპიკს იშოვიან და უკვე ვარჯიში უტყდებათ
მამუკა
03 დეკემბერი 2021 07:49
0
არ მგონია ისეთი იდიოტი იყოს რაგნიკი რომ რონალდუს რამე შეუზღუდოს. ის უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალია და თან ისეთ ასაკშია აწი ვერაფერი შეცვლის. შეზღუდვა შეიძლება საჭირო იყოს ახალგაზრდა ამომავალი ვარვსკლავისთვის, თავში რომ არ აუვარდეს.
mmm
01 დეკემბერი 2021 13:47
10
რონალდო რომ "კლასგარეშე" მანქანებით დადის სხვებისგან გამორჩეულად. ეს არის თავში "ავარდნა" რადგან ბებერია უკვე :)
ესე იგი
01 დეკემბერი 2021 14:22
3
ის ახალაზრდა ამომავალი ვარსკვლავი, რომ შეხედავს, რასაკვირველია თვითონაც მიბაძავს და ამბიციები გუაჩნდება, რომ მანაც იაროს ძვირიანი მანქანით. მიმბაძველობა გადამდები რამაა. გუნდში ყველასთვის ერთნაირიად უნდა მოქმედებდეს შინაგანი წესი, რომ მაგალითი იყოს "ამომავალი ახალგაზრდა ვარსკვლავებისთვი".
vaxo
01 დეკემბერი 2021 14:21
0
ეს ფეხითაც სიამოვნებით ივლის ვარჯიშზე და გზაში ბუქნებს და "ატჟიმანიებსაც" გააკეთეს...:))
Talo
01 დეკემბერი 2021 12:36
3
საერთოდ მაგარი გოიმობაა, ბაზაზე ძვირფასი მანქანებით მისვლა, ნეიმარიც საკუთარი ვერტალიოტით მიდიოდა ბაზაზე და ძალიან ცუდი დასანახავი იყო ეს ყველაფერი. იყავით ცოტა მორიდებულები და უფრო დაგაფასებენ!
?!
01 დეკემბერი 2021 11:32
2
თურმე მესის დაურეკია ამ გერმანელი სპეციალისტისთვის და უთხოვია, რომ როლანდოს აუკრძალონ ამ მანქანებით მისვლა.
როლანდოს ფანები ხომ ყველაფერს, მესის აბრალებენ?!
01 დეკემბერი 2021 10:45
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული