2 გაუქმებული პენალტი, არჩათვლილი გოლი - დრამატული ნახევარფინალი და "ჩელსი" ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 12 იანვარს, ინგლისში, კარაბაოს თასის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში, ლონდონის "ჩელსი" "ტოტენჰემს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. შეგახსენებთ, 5 იანვარს "ლურჯებმა" საკუთარ მოედანზე "მამლებს" 2:0 სძლია და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ერთადერთი გოლი ანტონიო რუდიგერმა გაიტანა. გერმანელმა მცველმა თავი მე-18 წუთზე გამოიჩინა.

ამის შემდეგ ნამდვილი დრამა დაიწყო. 42-ე წუთზე პიერ-ემილ ჰოიბერგის წაქცევისთვის ანდრე მარინერმა (მსაჯმა) პენალტი დანიშნა, თუმცა გადამოწმების შემდეგ გადაწყვეტილება გააუქმა და თქვა, რომ დარღვევის მომენტში დანიელი ფეხბურთელი საჯარიმოს მისადგომებთან იყო და არა შიგნით.

57-ე წუთზე კეპა არიზაბალაგამ საჯარიმოში ლუკას
მოურა წააქცია. არბიტრმა აქაც გადაამოწმა და თერთმეტმეტრიანი გააუქმა.

ამ ეპიზოდიდან 7 წუთში ჰარი კეინმა "არისტოკრატების" კარი აიღო, თუმცა იმავე VAR-ზე შემოწმების შემდეგ თამაშგარეში აღმოჩნდა და გოლიც გაუქმდა.

ამრიგად, "ლურჯები" ფინალში გავიდა, მეტოქის ვინაობას კი "ლივერპულისა" და "არსენალის" შეხვედრა გადაწყვეტს (ჯერ არცერთი ჩატარებულა). პირველი მატჩი დღეს, 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული