"ვწუხვარ იმის გამო, რომ ვიღაცასთან ურთიერთობის გამო რომანს კლუბი ჩამოართვეს..." - "ნიუკასლის" თანამფლობელი

AutoSharing Option
ინგლისური "ნიუკასლის" თანამფლობელი ამანდა სტეივლი თვლის, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევის შემდეგ რომან აბრამოვიჩისთვის "ჩელსის" ჩამორთმევა არასწორი საქციელია. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობის გამო ბიზნესმენს ბრიტანეთში შესვლა აუკრძალეს, რის შემდეგაც კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა.

"გეოპოლიტიკური საკითხები ყოველთვის გვექნება. ვწუხვარ იმის გამო, რომ ვიღაცასთან ურთიერთობის გამო რომანს კლუბი ჩამოართვეს. არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა ჩვენს ურთიერთობებს კარგად უნდა დავაკვირდეთ" - განაცხადა ქალბატონმა.

რაც შეეხება "არისტოკრატების" შესაძლო მფლობელის საკითხს, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტოდ ბოჰლი და
ჰანსორგ უისი ჩაიბარებენ. შეგახსენებთ იმასაც, რომ 2019 წელს ბოჰლიმ "ჩელსის" შესყიდვაზე (2.2 მილიარდ ფუნტად) უარი თქვა.

რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, სავარაუდოდ, რომან აბრამოვიჩმა "ლურჯები" 15 მარტამდე უნდა გაყიდოს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
არც ეგ იტყოდა პუტინთან თანაცხოვრებაზე უარს.
პაატა
14:42 04-03-2022
2
ეს კვატაც უნდა მიასანქციონ. ამ ზოგიერთ ფულიანს ხო ნამუსი წირპლებივით აქვთ.
დაკ
21:43 04-03-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული