"მანჩესტერს" კეინის შეძენა სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერი" ზაფხულში "ტოტენჰემის" თავდამსხმელ ჰარი კეინის შეძენას შეეცდება, - იტყობინება The Athletic-ი.

გამოცემის მტკიცებით, სატრანსფერო ბაზარზე შესაძლო ვარიანტებს შორის "იუნაიტედისთვის" პრიორიტეტული კეინია.

"მანჩესტერს" მისი შეძენა გასულ წელსაც სურდა, მაგრამ ვერ მოახერხა, ზაფხულში კი, შესაძლოა, ეს სიამოვნება 100 მილიონი ფუნტი დაუჯდეს.

ამ სეზონში კეინმა პრემიერლიგის 28 მატჩში 12 გოლი გაიტანა (2 პენალტით) და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"მანჩესტერი" აგრეთვე მომავალი სეზონისთვის მწვრთნელის საკითხში უნდა ჩამოყალიბდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული