"ლივერპულის" ხელმძღვანელობა და იურგენ კლოპი ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებას მართავენ.
54 წლის სპეციალისტს ხელშეკრულება 2024 წელს ეწურება, ინგლისელებს კი სურთ, რომ გერმანელი მერსისაიდში კიდევ რამდენიმე წლით დარჩეს.
პირველადი გარიგებით, იურგენი ხელფასის სახით 10 მილიონ ფუნტს მიიღებს, ფინანსური პრობლემები კი აუცილებლად აღმოიფხვრება.
შეგახსენებთ, კლოპი "ლივერპულში" 2015 წელს გადავიდა, რა დროშიც 5 თასი, მათ შორის, პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულები მოიპოვა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით