მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "ლივერპულთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. კლუბი დეტალებს არ ახმაურებს, მაგრამ ადრე გაცხადდა, რომ ხელშეკრულებას კლოპსა და მის სამწვრთნელო შტაბს 2026 წლის ზაფხულამდე გაუგრძელებდნენ.
გერმანელი სპეციალისტის სეზონური ანაზღაურება 10 მილიონი ფუნტია.
კლოპმა "ლივერპული" 2015 წელს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.