"ასტონ ვილამ" "ბარსელონასგან" კოუტინიოს კონტრაქტი გამოისყიდა

AutoSharing Option
"ასტონ ვილამ" "ბარსელონადან" იჯარით აყვანილი ფილიპე კოუტინიოს კონტრაქტი 20 მილიონ ევროდ გამოისყიდა, - იტყობინება ბირმინგემული კლუბი თავისი საიტით.

"ასტონ ვილამ" 29 წლის ბრაზილიელ ნახევარმცველს ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა და შეთანხმების თანახმად, შესაძლო შემდეგი ტრანსფერიდან "ბარსელონა" 50%-ს მიიღებს.

ამ სეზონში კოუტინიომ პრემიერლიგის 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ის "ბარსამ" 2018 წელს "ლივერპულისგან" 120+40 მილიონად შეიძინა.