"ნუ წუწუნებთ, ითამაშეთ ცოტა და ნაკლები ფული მიიღეთ" - ჩეფერინმა კლოპსა და გვარდიოლას მიმართა

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი მიიჩნევს, რომ იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლა გადატვირთული კალენდრის გამო არ უნდა წუწუნებდნენ.

"მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" მწვრთნელებმა არაერთხელ გამოხატეს უკმაყოფილება იმის გამო, რომ მათ გუნდებს ბევრი მატჩის ჩატარება უწევთ.

"ფიფასა და უეფაზე თავდასხმა ყოველთვის ადვილია, მაგრამ ყველაფერი მარტივადაა. თუ ცოტას თამაშობთ, თქვენ ნაკლებ ფულს გამოიმუშავებთ.

თუ ვინმე უნდა იყოს უკმაყოფილო, ეს ქარხნის მუშები არიან, რომლებიც თვეში 1000 ევროს იღებენ", - ციტირებს ჩეფერინს "გაძეტა დელო სპორტი".

მკითხველის კომენტარები / 4 /
გამართული ქართულით წერეთ! ალეკსანდრ ჩეფერინმა კი არა, ალექსანდრ ჩეფერინიმ. ასევე არასწორია: პლატინმა, მალდინმა, კამორანეზმა და ა შ.
მამუკა
26 ივნისი 2022 07:23
1
გამართული ქართულით წერია. სწორია ჩეფერინმა და არა ჩეფერინიმ. მისი გვარია ჩეფერინ და არა ჩეფერინი. პლატინი, მალდინი, კამორანეზი ი-ზე მთავრდება ორიგინალშიც და მაგიტომაა პლატინიმ, მალდინიმ, კამორანეზიმ... აქ სხვა შემთხვევაა
კოკა
26 ივნისი 2022 21:36
0
და პლუს 16 საათი მუშაობენ დასძინა ჩეფერინმა და გაუკვირდა საქართველოს ყველა პოლიტიკოსს სულ ყველას ვინც იყო,არის და მოსვლას აპირებს ხელისუფლებაში,ზოგს თუ რაოდენ მცირე ყოფილა ხელფასები ჩვენთან შედარებით და ზოგსაც თუ რაა საერთოდ ქარხანა..
შავი კაცი
26 ივნისი 2022 00:31
0
ეს ჩეფერინი თითქოს სულ ხელფასზე იჯდეს, ისე ამუნათებს სხვებს.
მიშა
26 ივნისი 2022 00:13
0

სიახლეები პოპულარული