რონალდომ "იუნაიტედის" მესამე ვარჯიშიც გამოტოვა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მესამე ვარჯიშიც გამოტოვა. ამ ინფორმაციას GOAL News-იც ადასტურებს.

მანჩესტერელთა ბანაკში ჯერ კიდევ არ იციან, აპირებს თუ არა პორტუგალიელი ფეხბურთელი პრესეზონის ტურნეში ავსტრალიასა და ტაილანდში გამგზავრებას.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე არდასწრების მიზეზად ოჯახური პრობლემები დასახელდა. სოციალურ ქსელში არაერთი სიახლე იწერება, რომ 37 წლის შემტევი გუნდს გამოიცვლის. სახელდება კლუბებიც, რომლებსაც ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელის სახელს უკავშირებენ. ესენი არიან: "ჩელსი", "რომა", "ნაპოლი", "ბაიერნი" და "სპორტინგი" (უკანასკნელი ყველაზე ნაკლებად).

ჯერჯერობით უცნობია, რა ხდება კრიშტიანოს თავს. ყველაფერს მალე გავიგებთ.

მომზადებულია
Championat-ის მიხედვით