"დინამოსთვის" 6:1 მომგებმა ფარერების "კლაკსვიკმა" რონალდოს ტრანსფერი "მოისურვა" - მათ "იუნაიტედს" "შეთავაზებაც" გაუკეთეს

AutoSharing Option
ფარერული "კლაკსვიკის" twitter-ის გვერდზე სახალისო პოსტი გამოქვეყნდა. როგორც იცით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" კრიშტიანო რონალდოს აბარგების საკითხი აქტუალურია.

სწორედ ამის შესახებ გამოაქვეყნა ფარერების გუნდმა პოსტი, სადაც ვკითხულობთ:

"შეგვიძლია მოგცეთ ჩვენი 20 საუკეთესო ცხვარი რონალდოს სანაცვლოდ. ველოდებით პასუხს "იუნაიტედისგან", - წერია პოსტში.

ინფორმაციისთვის, "კლაკსვიკი" ევროტურნირებზე წელსაც მშვენივრად ასპარეზობს. ფარერელებმა გუშინ, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალში, მონტენეგროს "სუტიესტკას" 1:0 სძლიეს და ნახევარფინალში კოსოვოს "ბალკანის" დაუპირისპირდებიან.

alt"ალბათ, ერთ დღესაც სწორ ამბავს გამოაქვეყნებთ" - რონალდო თავის მომავალზე ალაპარაკდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
20 ცხვარიო? ესენი მგონი რონალდოს დინამოში გაცვლას აპირებენ. ალბათ ამიტომაც ყიდის გუნდს ფიფია სასწრაფოდ
დინამოელი
30 ივლისი 2022 11:43
0
საქართველოში მთელ გუნდს იყიდიდნენ მარტივად, ცხვრები გარდაიცვლება ცხოვრებში.
,დიმა
30 ივლისი 2022 09:35
0
ისე ნეაპოლში 21 ცხვარს ვერ მოაგროვებენ ? P მითუმეტეს რონის ძალიან უნდა სერია ა ში დაბრუნბა !
zura222
29 ივლისი 2022 22:55
3
მანჩესტერმა უპასუხა--მაგ ცხვრებს ერთი კარგი მეცხვარე ძაღლიც დაუმატეთ და მერე ჩვენი თავი გენაცვალოთ წაიყვანეთო !
zura222
29 ივლისი 2022 22:52
2
გუშინდელის მერე უცებ ვიფიქრე ფარერების გრანდმა დინამოს ყიდვა მოისურვა თქო)))მარა მთელი გუნდი არ ღირს ოც ცხვარად))
გიუᲨა
29 ივლისი 2022 19:18
0
ცხვრები ჩვენცა გვყავს, ჩვენ 30 ცხვარს გადავიხდით !
ქიტესა
29 ივლისი 2022 19:05
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული