"დინამოსთვის" 6:1 მომგებმა ფარერების "კლაკსვიკმა" რონალდოს ტრანსფერი "მოისურვა" - მათ "იუნაიტედს" "შეთავაზებაც" გაუკეთეს

AutoSharing Option
ფარერული "კლაკსვიკის" twitter-ის გვერდზე სახალისო პოსტი გამოქვეყნდა. როგორც იცით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" კრიშტიანო რონალდოს აბარგების საკითხი აქტუალურია.

სწორედ ამის შესახებ გამოაქვეყნა ფარერების გუნდმა პოსტი, სადაც ვკითხულობთ:

"შეგვიძლია მოგცეთ ჩვენი 20 საუკეთესო ცხვარი რონალდოს სანაცვლოდ. ველოდებით პასუხს "იუნაიტედისგან", - წერია პოსტში.

ინფორმაციისთვის, "კლაკსვიკი" ევროტურნირებზე წელსაც მშვენივრად ასპარეზობს. ფარერელებმა გუშინ, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალში, მონტენეგროს "სუტიესტკას" 1:0 სძლიეს და ნახევარფინალში კოსოვოს "ბალკანის" დაუპირისპირდებიან.

alt"ალბათ, ერთ დღესაც სწორ ამბავს გამოაქვეყნებთ" - რონალდო თავის მომავალზე ალაპარაკდა

ასევე დაგაინტერესებთ