ესღა აკლდა ვალენსიას" - წამყვანი ფეხბურთელი ინგლისში გადაბარგდება

AutoSharing Option
25 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი გონსალო გედეში "ვალენსიადან" "ვულვერჰემპტონში" გადადის.

გედეში ინგლისში ორშაბათს ჩავა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ხანგრძლივვადიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

ეს სიამოვნება "ვულვერჰემპტონს" 32 მილიონი ევრო და ბონუსები დაუჯდება.

გედეშმა გასულ სეზონში ლა ლიგის 36 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და მისი წასვლა გუნდისთვის მძიმე დანაკლისი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვალენსია წელს ისეთი გუნდი "დგება" მამარდას ბევრი შანსი ექნება თავის გამოჩენის ვატყობ, ერთი წელი გაძლოს და მერე უკეთესი გუნდი გვინდა
მ.კ.
08 აგვისტო 2022 00:07
0
მეც მალე ამარგებენ.
ჰა-ჰა ოქტომბრამდე მივატანი.
ეგეც დიდად საეჭვოა.
გატუზო
07 აგვისტო 2022 23:55
0
უნდა აღნიშნოთ რომ მამარდაშვილის ბრალი არაფერი არარის ამ ტრანსფერში
ლაშა
07 აგვისტო 2022 23:47
0
მოკლედ ორიათასიანების მრისხანე ვალენსიასგან სახელი და გვარიღაა დარჩენილი, მესტალიაზე მფრინავი ღამურების ფრთები დიდი ხანია დაჭრილია და ვერა და ვერ უწამლეს აგერ მთელი დეკადა მიილია. ყველაზე დაუფასებელი კლუბი ალბათ ფეხბურთის არსებობის ისტორიაში. ინგლისის მეჩვიდმეტე ადგილოსნებს რო ყიდულობს არაბი ბიძიები ერთი არ გამოჩნდა ისეთი მათთაგანი რომ ასეთი ტრადიციული კლუბი რომელიმე იყიდონ, საცოდაობაა ვალენსია გრანადას და კადისის ლეველად როა ქცეული უკვე რამდენი წელია. ჯერ ქალაქი ვალენსია ლონდონის გარდა ყველა ბრიტანულ ქალაქს ჯობია ყველა ასპექტში მარტო ქალაქის სიდიდეც საკმარისია თითქმის მილიონიანი მოსახლეობით სილამაზეს თავი რომ დავანებოთ. მაგრამ ეს თვითონ ესპანეთის პრობლემაა სად ინგლისის ეკონომიკა თავის საუდელი თუ ყატარული ინვესტიციებით და სად ესპანეთის ეკონომიკა. მამარდას მაგარი ჯაფა დაადგება კარს მომდგარ სეზონში ამათ შემხედვარე.
Anjelo
07 აგვისტო 2022 23:15
0
ყველაზე აქტური და გამტანი იყო, ეს თუ გადავიდა მაშინ ვალენისია თუ არ გავარდა კარგი შედეგი იქნება!
zaza
07 აგვისტო 2022 22:53
0
ქართველი რო რაღაცას მოინდომებს,მაშინ უნდა აირ დაირიოს ყველაფერი,ნაპოლისა არ იყოს!!!
ირაკლი
07 აგვისტო 2022 22:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული