"ტოტენჰემი" დეპაისთან აწარმოებს მოლაპარაკებას

AutoSharing Option
ჟურნალისტი ჟერარ რომერო იტყობინება, რომ "ტოტენჰემი" "ბარსელონას" შემტევ მემფის დეპაისთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

დეპაის გუნდიდან შესაძლო წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი "ბარსელონაში" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის გადასვლაა.

დეპაის სამსახურით აგრეთვე "იუვენტუსია" დაინტერესებული.

დეპაი "ბარსაში" 2021 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, 37 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მას კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული