რონალდომ ტენ ჰაგს ხელი არ ჩამოართვა - კრიშტიანოს დამატება მილანურმა გუნდებმაც იუარეს

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-2 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" გასვლაზე "ბრენტფორდთან" 0:4 განადგურდა.

მატჩის დასრულების შემდეგ "წითელი ეშმაკების" ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ გუნდის მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს ხელი არ ჩამოართვა.

დღეს იტალიურმა La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ცნობა, რომ პორტუგალიელის სამსახური "მილანსა" და "ინტერს" შესთავაზეს, თუმცა კრიშტიანოს საკუთარ რიგებში ხილვა არცერთმა მათგანმა არ ისურვა.

"იუნაიტედი" 22 აგვისტოს პრემიერ ლიგის მე-3 ტურში "ლივერპულს" იღებს და დიდია ალბათობა იმისა, რომ კვლავ უქულოდ დარჩეს.
ასევე დაგაინტერესებთ