მწვრთნელების ჩხუბი და უხვგოლიანი თამაში პრემიერ ლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერ ლიგის მე-2 ტურის ცენტრალური შეხვედრა ლონდონში გაიმართა. "ჩელსიმ" "ტოტენჰემს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

ანგარიში მე-19 წუთზე კალიდუ კულიბალიმ გახსნა, 68-ე წუთზე ბენ დევისის გადაცემით პიერ-ემილ ჰოიბერგმა ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა, დანიელის გოლის შემდეგ "მამლების" მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მოწინააღმდეგე გუნდის წინ გოლი ემოციურად აღნიშნა და "ლურჯების" ბანაკიდან აგრესიაც მიიღო.

77-ე წუთზე რის ჯეიმსმა მასპინძლები წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა, საბოლოო ანგარიში კი 90+6 წუთზე ჰარი კეინმა დააფიქსირა.

მატჩის დასრულების შემდეგ სპეციალისტებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, რასაც კიდევ ერთი შეხლა-შემოხლა მოჰყვა, საბოლოოდ
მსაჯმა ორივე მწვრთნელი წითელი ბარათით დააჯილდოვა.


ამრიგად, 2 ტურის შემდეგ ორივე გუნდს 4-4 ქულა აქვთ, "ტოტენჰემი" მომდევნო შეხვედრას 20 აგვისტოს, "ვულვზის" წინააღმდეგ ჩაატარებს. "ჩელსი" 21 აგვისტოს "ლიდს იუნაიტედს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კონტეს ხელი ბიჭოო!!! :D ესეთ თამაშებს უხდება მსგავსი დაძაბულობა
აკო
11:34 15-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული