"ჩელსი" მწვრთნელ ტომას ტუხელთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს, - იტყობინება ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი "ტვიტერით".
ამჟამად მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მხარეები 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებაზე მსჯელობენ.
ტუხელი "ჩელსის" 2021 წლის იანვარში ჩაუდგა სათავეში და გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.