"დროა, შეჩერდე! უკვე სათადარიგოებში ხარ" - დაცინვის შემდეგ კასანომ რონალდოს კარიერის დასრულებაც ურჩია

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა თავდამსხმელა ანტონიო კასანომ, ვინცა ბუცები ლურსმანზე უკვე ჩამოკიდა, ანალოგიურის გაკეთება "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოსაც ურჩია.

კასანო მიიჩნევს, რომ პორტუგალიელი დაკისრებულ მოვალეობას თავს ვეღარ ართმევს და თუ ფეხბურთელს ეს ემართება, მაშინ სჯობს თამაშს შეეშწვას...

"თუ არ შეგიძლია დაკისრებულ მოვალეობას თავი გაართვა, სჯობს შეჩერდე. ეს ყოველი სპორტსმენისთვის ჩვეულებრივი ფაქტია.

რონალდო ნამდვილი ფენომენია, დიდებული სპორტსმენი უდიდესი ჯილდოებით, თუმცა დროა შეჩერდეს!

"მანჩესტერ იუნაიტედში" ის უკვე სათადარიგო სკამზეა", - უთხრა კასანომ A Bola-ს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ RAI-ს კასანომ რონალდოს რონალდოს
დასცინა და სტუდიაში მყოფი ხალხიც გაამხიარულა:

"კრიშტიანო, კარგად მომისმინე! ძალიან ძლიერი ხარ და ბევრი ტიტული მოიგე, ფენომენი ხარ, მაგრამ ტოტო კუტუნიოს მსგავსად ყოველთვის მეორე იქნები!", - თქვა მაშინ კასანომ.

altკასანომ რონალდოს დასცინა და ხალხიც მაგრად ახალისა - "ტოტო კუტუნიოსავით ყოველთვის მეორე იქნები!" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
კასანო! რა შენი ერთი ადგილის საქმეა, ვინ როდის ჩამოკიდებს ბუცებს ლურსმანზე? გეტყობა საქმე გამოგელია და ამის გამო ცოტა ვერ ხარ, მთლად ჭკუაზე!
ufrikine kasano!
29 სექტემბერი 2022 19:27
1
ეტყობა როლანდომ ამ მასხარა კასანოს, სერიოზულად აწყენინა და ამ გამოხტომებით სამაგიეროს უხდის.
კასანო, ვაი შენს პატრონს!
29 სექტემბერი 2022 16:26
1
კასანოსნაირი არაპროფესიონალი სპორტსმენი იშვიათად არსებულა, ვერსად ივარგა თავისი უსაქციელობის გამო და სხვას ჭკუას არიგებს! რუსეთივითაა, თვითონ არ ვარგა და იმის ნაცვლად თავს მიხედოს, სხვას ასწავლის ჭკუას!
***
29 სექტემბერი 2022 15:02
1
კასანორომ ვინმეს დასცინებს, თავის კარიერა და რონალდოს კარიერა შეადაროს
beqa
29 სექტემბერი 2022 11:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული