"დროა, შეჩერდე! უკვე სათადარიგოებში ხარ" - დაცინვის შემდეგ კასანომ რონალდოს კარიერის დასრულებაც ურჩია

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა თავდამსხმელა ანტონიო კასანომ, ვინცა ბუცები ლურსმანზე უკვე ჩამოკიდა, ანალოგიურის გაკეთება "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოსაც ურჩია.

კასანო მიიჩნევს, რომ პორტუგალიელი დაკისრებულ მოვალეობას თავს ვეღარ ართმევს და თუ ფეხბურთელს ეს ემართება, მაშინ სჯობს თამაშს შეეშწვას...

"თუ არ შეგიძლია დაკისრებულ მოვალეობას თავი გაართვა, სჯობს შეჩერდე. ეს ყოველი სპორტსმენისთვის ჩვეულებრივი ფაქტია.

რონალდო ნამდვილი ფენომენია, დიდებული სპორტსმენი უდიდესი ჯილდოებით, თუმცა დროა შეჩერდეს!

"მანჩესტერ იუნაიტედში" ის უკვე სათადარიგო სკამზეა", - უთხრა კასანომ A Bola-ს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ RAI-ს კასანომ რონალდოს რონალდოს
დასცინა და სტუდიაში მყოფი ხალხიც გაამხიარულა:

"კრიშტიანო, კარგად მომისმინე! ძალიან ძლიერი ხარ და ბევრი ტიტული მოიგე, ფენომენი ხარ, მაგრამ ტოტო კუტუნიოს მსგავსად ყოველთვის მეორე იქნები!", - თქვა მაშინ კასანომ.

altკასანომ რონალდოს დასცინა და ხალხიც მაგრად ახალისა - "ტოტო კუტუნიოსავით ყოველთვის მეორე იქნები!" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
კასანორომ ვინმეს დასცინებს, თავის კარიერა და რონალდოს კარიერა შეადაროს
beqa
11:31 29-09-2022
0
კასანოსნაირი არაპროფესიონალი სპორტსმენი იშვიათად არსებულა, ვერსად ივარგა თავისი უსაქციელობის გამო და სხვას ჭკუას არიგებს! რუსეთივითაა, თვითონ არ ვარგა და იმის ნაცვლად თავს მიხედოს, სხვას ასწავლის ჭკუას!
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული