"ვფიქრობ, ფული ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - ჰალანდმა ბავშვობის ოცნებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
მანჩესტერ "სიტის" ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილშმი "დიდი გადაწყვეტილება" თავისი კარიერის შესახებ ისაუბრა:

"როგორც ყველა ბავშვი, მეც ვოცნბებობდი, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გავმხდარიყავი და ამ შემოსავლით მეცხოვრა. ახლა სწორედ ამას ვაკეთებ.

ვფიქრობ, ფული ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამოიმუშავე მეტი თუ შეგიძლია - ეს არ არის ჩემი მთავარი მიზანი, თუმცა მსგავსი რამ ყველას მოსწონს...

თუ ვინმე სამუშაოში გიხდის 5000-ს და ვინმე იგივე სამუშაოს შესრულებაში 10 000-ს გადაგიხდით, ვფიქრობ ყველა მეორეს აიჩევს...

ჩემი ოცნება იყო უბრალოდ მეთამაშა დიდი ფეხბურთი და
გამომემუშავებინა თანხა, რითიც ცხოვრებას შევძლებდი", - თქვა ჰალანდმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კი წინ დააყენა - ვინც მეტს გადამიხდის იმ გუნდში ვითამაშებო. დიდი ფეხბურთელები კი იყვნენ დელ პიერო, ბუფონი, ბატისტუტა (გუნდი არ მიატოვეს სერია A დან გავარდნის შემდეგ) ტოტი, მალდინი და ა.შ. უფრო ახლოს ჩავი, ინიესტა, პუიოლი ... როგორ ფიქრობ არავინ სთავაზობდათ ბარსაში ხელფასზე მეტს?
კობას
01 ოქტომბერი 2022 09:08
1
ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ფეხბურთზე წინ ფულს აყენებენ, ლეგენდარულები ვერ ხდებიან.
დავითი
30 სექტემბერი 2022 20:19
7
მესი არ არის ლეგენდა ან რონალდუ?
ზევით იტალიელები ახსენეს, ეგ გასაგებია საკუთარ სამშობლოში თანამობენ, დასაფასებელი საქციელია.
ფეხბურთი ბიზნესია, კარიერა კი გარანტირებულად გრძელი არ არის, თუ შანსი გაქვს მეტი უნდა გამოიმუშაო.
321
01 ოქტომბერი 2022 16:35
0
და სად წაიკითხე რომ ჰოლანდმა ფული წინ დააყენა? უკუღმა გესმის?
კობა
30 სექტემბერი 2022 23:28
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული