"ვფიქრობ, ფული ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - ჰალანდმა ბავშვობის ოცნებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
მანჩესტერ "სიტის" ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილშმი "დიდი გადაწყვეტილება" თავისი კარიერის შესახებ ისაუბრა:

"როგორც ყველა ბავშვი, მეც ვოცნბებობდი, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გავმხდარიყავი და ამ შემოსავლით მეცხოვრა. ახლა სწორედ ამას ვაკეთებ.

ვფიქრობ, ფული ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამოიმუშავე მეტი თუ შეგიძლია - ეს არ არის ჩემი მთავარი მიზანი, თუმცა მსგავსი რამ ყველას მოსწონს...

თუ ვინმე სამუშაოში გიხდის 5000-ს და ვინმე იგივე სამუშაოს შესრულებაში 10 000-ს გადაგიხდით, ვფიქრობ ყველა მეორეს აიჩევს...

ჩემი ოცნება იყო უბრალოდ მეთამაშა დიდი ფეხბურთი და
გამომემუშავებინა თანხა, რითიც ცხოვრებას შევძლებდი", - თქვა ჰალანდმა.
ასევე დაგაინტერესებთ