კარგი შემოთავაზების შემთხვევაში რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედს" იანვარშივე დატოვებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი წინააღმდეგი არ არის, რომ კრიშტიანო რონალდომ გუნდი დატოვოს.

Telegraph-ის ცნობით, ნიდერლანდელ სპეციალისტს, რომელსაც თავის დროზე ვარსკვლავის შენარჩუნება სურდა, აზრი შეეცვალა და მზადაა კარგი შემოთავაზების შემთხვევაში თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დათმოს.

თვითონ პორტუგალიელი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში მეტ სათამაშო დროს მიიღებს, რათა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საუკეთესო კონდიციებში შეხვდეს.

ამასთან ერთად გეტყვით იმასაც, რომ თუ კრიშტიანო იანვარში გუნდს შეიცვლის და ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, "მისტერ ჩემპიონთა ლიგას" თავის გამოჩენა კიდევ ერთხელ შეეძლება.

ასევე დაგაინტერესებთ