რაფაელ ბენიტესი პრემიერლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა

AutoSharing Option
The Telegraph-ის ცნობით, პრემიერლიგის ბინადარი "ნოტინგემ ფორესტი", დიდი ალბათობით, გუნდის მთავარ მწვრთნელ სტივ კუპერს დაითხოვს.

მოგეხსენებათ, გუშინ მისი გუნდი ინგლისის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში გასვლაზე "ლესტერთან" 0:4 განადგურდა, რითაც ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა ამოეწურა.

თუ კუპერს გადააყენებენ, მისი შეცვლის მთავარი კანდიდატურა ცნობილი ესპანელი მენეჯერი რაფაელ ბენიტესი იქნება, რომელიც პრემიერლიგაში "ლივერპულს", "ნიუკასლს", "ევერტონსა" და "ჩელსის" უკვე წვრთნიდა.
ასევე დაგაინტერესებთ