მის ხელში ჩასაგდებად ბოლომდე იბრძოლებენ - იანვარში რონალდო, შესაძლოა, თურქეთში აღმოჩნდეს

AutoSharing Option
Fotomac-ის ცნობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლეგენდარული პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, "გალათასარაიში" გადაბარგდეს.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, სტამბოლურ გუნდს ვეტერანი ფეხბურთელის დამატება ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა, ახლა კი კლუბი ყველა ფინანსურ რესურსს კრიშტიანოს მოსაყვანად გაიღებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული