კლოპმა 10 ტურის შემდეგ აღიარა, რომ მისი გუნდი პრემიერლიგას ამ სეზონში ვეღარ მოიგებს

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-10 ტურში "ლივერპული" გასვლაზე "არსენალთან" 2:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ "მერსისაიდელთა" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ამ სეზონში მისი გუნდი ინგლისის ჩემპიონობისთვის რბოლას ჩამოშორდა, პრობლემები უნდა გააანალიზონ და ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლონ.

გერმანელს ეს სიტყვები კი ნამდვილად არ უთქვამს, "ლივერპული" ლიდერ "არსენალს" უკვე 14 ქულით ჩამორჩება...