გვარდიოლას გასამრჯელო მოუმატეს - აქამდე 20 მილიონს იღებდა

AutoSharing Option
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ სიტი" მწვრთნელ პეპ გვარდიოლას კონტრაქტს 1+1 სისტემით გაუხანგრძლივებდა. "გარდიანის" ცნობით, გვარდიოლამ ახალ ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი.

გამოცემის მტკიცებით, პეპს ხელფასს მოუმატებენ - აქამდე მისი სეზონური გასამრჯელო 20 მილიონი ფუნტი იყო.

გვარდიოლა "ქალაქელებს" 2016 წელს ჩაუდგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით გუნდი ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
იმდენი ლიგა დადო კი უნდა მოემატებინათ
Nick
27 ნოემბერი 2022 18:44
1
საწყალი აქამდე შავ პურს ჭამდა, ახლა თეთრ პურს და შიგადაშიგ ხაჭაპურსაც შეჭამს.დდდდდდდდდდ
რრრ
23 ნოემბერი 2022 12:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული