გვარდიოლას გასამრჯელო მოუმატეს - აქამდე 20 მილიონს იღებდა

AutoSharing Option
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ სიტი" მწვრთნელ პეპ გვარდიოლას კონტრაქტს 1+1 სისტემით გაუხანგრძლივებდა. "გარდიანის" ცნობით, გვარდიოლამ ახალ ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი.

გამოცემის მტკიცებით, პეპს ხელფასს მოუმატებენ - აქამდე მისი სეზონური გასამრჯელო 20 მილიონი ფუნტი იყო.

გვარდიოლა "ქალაქელებს" 2016 წელს ჩაუდგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით გუნდი ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ