გასრულდა ესე ამბავი - რონალდომ "მანჩესტერი" დატოვა

AutoSharing Option
ხანგრძლივი კონფლიქტის შემდეგ 37 წლის თავდამსხმელმა რონალდომ "მანჩესტერი" დატოვა.

კლუბის საიტი იტყობინება, რომ მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს და ძალაში დაუყოვნებლივ შედის.

კლუბმა პორტუგალიელს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. რონალდომ განაცხადა, რომ კლუბი და მისი ფანები უყვარს, მაგრამ ახალი გამოწვევის დრო მოვიდა.

რონალდოს კონტრაქტი 8 თვის შემდეგ უსრულდებოდა, ამ პერიოდში 17 მილიონ ფუნტამდე უნდა მიეღო, მაგრამ კომპენსაციაზე უარი თქვა.

კრიშტიანომ ამ სეზონში პრემიერლიგის 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ამჟამად ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება და ჯერ უცნობია, რომელ
კლუბში გააგრძელებს კარიერას.

ასევე დაგაინტერესებთ