"შახტარის" ნახევარმცველი მიხაილ მუდრიკი მალე "არსენალის" ფეხბურთელი გახდება. ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ მხარეებმა ტრანსფერზე მოლაპარაკებაში პროგრესს მიაღწიეს.
მუდრიკის სამსახურით აგრეთვე "ნიუკასლია" დაინტერესებული.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონეცკური კლუბი მუდრიკს 100 მილიონ ევროდ აფასებს. ამ სეზონში მან "შახტარში" ყველა ტურნირზე 18 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.