მემფის დეპაი, შესაძლოა, "მანჩესტერში" დაბრუნდეს

AutoSharing Option
"მანჩესტერი" იანვარში თავდამსხმელის დამატებას აპირებს და შესაძლოა, მემფის დეპაი დაიბრუნოს, - იტყობინება "ტელეგრაფი".

გამოცემის ცნობით, დეპაი უკმაყოფილოა "ბარსელონაში" სათამაშო პრაქტიკის სიმცირით და გუნდის გამოცვლა სურს. მან ამ სეზონში ლა ლიგის 2 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ნიდერლანდელის სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა და ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

დეპაი "მანჩესტერის" ღირსებას 2015-2017 წლებში იცავდა.