კეილორ ნავასს პრემიერლიგაში გადასვლის ვარიანტი აქვს

AutoSharing Option
The Athletic-ის ინფორმაციით, კეილორ ნავასს პრემიერლიგის ბინადარი "ნოტინგემ ფორესტი" ეპატიჟება.

კოსტარიკელს პსჟ-ში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვს და გუნდის შეცვლა აქვს განზრახული.

მას კრიშტიანო რონალდოს ამჟამინდელი კლუბი "ალ-ნასრი" ეპატიჟებოდა და სარფიან კონტრაქტს სთავაზობდა, თუმცა უარი განაცხადა.

თუ ნავასი ინგლისურ ვარიანტს აირჩევს, ეს "ნოტინგემისთვის" პრემიერლიგაში დაბრუნების შემდეგ 26-ე ტრანსფერი იქნება.