ფირმინო გუნდის გამოცვლას არ გეგმავს

AutoSharing Option
თავდამსხმელმა რობერტო ფირმინომ განაცხადა, რომ "ლივერპულის" დატოვება არ სურს.

"აქ შესანიშნავ ფეხბურთელებთან ერთად თამაში კარგია. ბედნიერი ვარ. გადაწყვეტილი მაქვს დავრჩე და გუნდს დავეხმარო", - ციტირებს ბრაზილიელს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ტვიტერით".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 წლის ფირმინოს სამსახურით საუდის არაბეთის კლუბები არიან დაინტერესებული, თავად ფეხბურთელი კი ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივებას აპირებს.

ფირმინო "ლივერპულში" 2015 წლიდან თამაშობს. მან ამ სეზონში 21 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ