პრემიერლიგაში მალე კიდევ ერთი უკრაინელი ითამაშებს

AutoSharing Option
"შახტარისა" და უკრაინის ნაკრების 26 წლის მცველი ნიკოლაი მატვიენკო, დიდი ალბათობით, კარიერას პრემიერლიგის გუნდში გააგრძელებს.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ "ბრაიტონმა" მატვიენკოსთან ხუთწლიანი ხელშეკრულება შეათანხმა, დონეცკურ კლუბს კი 20 მილიონ ევროს შესთავაზებს.

მატვიენკოს შეძენა "ბრაიტონის" ხელმძღვანელობას მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ მოსთხოვა, რომელიც ადრე "შახტარის" თავკაცი იყო.

ნიკოლაის "მეშახტეებთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 11 მილიონი ევროა.