"ჩელსი" არ ჩერდება - ლონდონელები 2 არგენტინელი ფეხბურთელის დამატებაზე აქტიურად მუშაობენ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" მიხაილო მუდრიკის გადაბირების შემდეგ გაჩერებას არ აპირებს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობს.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, "არისტოკრატებმა" "ბენფიკას" არგენტინელ ნახევარმცველ ენცო ფერნანდეშთან პირადი კონტრაქტი შეათანხმეს.

"სტემფორდ ბრიჯის" ბინადრები 22 წლის ფეხბურთელს კონტრაქტს 2030 წლამდე, სეზონურად კი 10 მილიონი ევროს გასამრჯელოს ჰპირდებიან.

ახლა ლონდონელები ლისაბონელებს უნდა მოელაპარაკონ. ტრანსფერის სავარაუდო თანხად 120 მილიონი ევრო სახელდება. 

"ჩელსი" კიდევ ერთი არგენტინელი ფეხბურთელის გადმობირებაზეც აქტიურად მუშაობს. საუბარი "ბრაიტონის" წევრ ალექსის მაკალისტერზეა.

"არისტოკრატებმა" "თოლიებს" პირველი შეთავაზება 55 მილიონი ევროს სახით უკვე გაუკეთა, თუმცა
უარი მიიღო.