"ნიუკასლის" მორიგი შენაძენი - "კაჭკაჭებმა" 45-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა

AutoSharing Option
"ნიუკასლმა" გვაუწყა, რომ "ევერტონიდან" 21 წლის ვინგერი ენტონი გორდონი 45.6 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

ფეხბურთელი ლივერპულური სკოლის აღზრდილია. უცნობია, თუ რამდენხნიანი კონტრაქტი გააფორმა მან "კაჭკაჭებთან". 

გორდონმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.
ასევე დაგაინტერესებთ