"ჩელსის" გაყიდვიდან აბრამოვიჩის 2.3 მილიარდი უკრაინას გადაეცემა

AutoSharing Option
"ჩელსის" ყოფილმა მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა კლუბი 4.25 მილიარდ ფუნტად ტოდ ბოულის მიჰყიდა და როგორც ცნობილი გახდა, ამ თანხის დაახლოებით ნახევარს ქველმოქმედებას მოახმარს, დანარჩენს კი, ალბათ, უკრაინა მიიღებს.

"ტელეგრაფის" ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გასულ წელს აბრამოვიჩს 2.3 მილიარდი გაუყინა, ახლა კი ეს ფული უკრაინას რამდენიმე კვირაში გადაეცემა, ოღონდ ამისათვის ევროკავშირის თანხმობაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი თავად აბრამოვიჩმა შესთავაზა, რომელიც "ჩელსის" მფლობელი 2003-22 წლებში იყო.