პიკფორდი "ევერტონის" ერთგულია - ახალი კონტრაქტი მხოლოდ დროის ამბავია

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ "ევერტონის" მეკარე ჯორდან პიკფორდი თავის კლუბთან მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ინგლისის ნაკრების მეკარე "კანფეტებთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელიც დასკვნით ფაზაშია გადასული.

აღსანიშნავია, რომ 28 წლის კიპერით დაინტერესებულნი პრემიერლიგის გრანდები არიან, თუმცა თავად გამოცდილ კარის დარაჯს "გუდისონ პარკზე" სურს დარჩენა.

პიკფორდი "ევერტონში" 2017 წელს გადავიდა და კლუბის მთავარი მეკარეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული