"ჩელსი" ზაფხულში 12 ფეხბურთელის გასხვისებას გეგმავს

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, "ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 12 ფეხბურთელთან გამომშვიდობებას გეგმავს.

მოგეხსენებათ, ლონდონელებმა ზამთარში ბევრი მოთამაშე დაიმატეს, რამდენიმე ტრანსფერს ამ ზაფხულსაც აპირებენ, ამიტომ წამსვლელთა სიაც დიდია.

ობამეიანგი, ზიეჩი, პულიშიჩი, ჰავერცი, მენდი, მაუნტი, კოვაჩიჩი, ლოფტუს-ჩიკი, გალაჰერი, ჩალობა, ზაქარია, ლუკაკუ - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც "სტემფორდ ბრიჯიდან" აბარგებას უწინასწარმეტყველებენ.
ტეგები: