უცნაური ამბავი - გრინვუდი აპირებს დაქორწინდეს გოგონაზე, რომელიც ფეხბურთელს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა
AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი მეისონ გრინვუდი აპირებს დაქორწინდეს გოგონაზე, რომელიც გაუპატიურებასა და თავდასხმაში ადანაშაულებდა.
უფრო მეტიც, პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ წყვილი შვილს ელოდება.
როგორც იცით, სასამართლომ 21 წლის თავდამსხმელი გაამართლა, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" შიდა მოკვლევას აწარმოებს და ფეხბურთელს ამ სეზონში "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში ვერ ვიხილავთ.