ამერიკელი "მელიების" ბოსებთან მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაშია და მხოლოდ მცირე დეტალები დარჩა შესათანხმებელი.
მარშს King Power Stadium-ზე ურთულესი მისია დაევალება, რადგან "ლესტერი" უდიდეს კრიზისშია, გასავარდნ ზონაშია და თანაც შემდეგ ტურში "სიტის" სტუმრობს.
შეგახსენებთ, რომ "მელიებს" გიორგი მამარდაშვილის შეძენა სურთ. რაც შეეხება ჯესი მარშს, ის რამდენიმე თვის წინ ასევე პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ "ლიდსს" ავარჯიშებდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.