ჩარლტონი ნატსფორდში არსებულ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. აღნიშნულ დაწესებულებაში დემენციით დაავადებულ პაციენტებს უვლიან. ჩეშირის კორონერმა, გამოძიების შედეგად დაასკვნა, რომ სიკვდილი ბობის დაცემამ გამოიწვია.
ყოფილმა ფეხბურთელმა წონასწორობა სკამიდან წამოდგომისას დაკარგა, ჯერ ფანჯრის რაფას დაეცა, შემდეგ - გამათბობელ რადიატორს. ვარდნის შედეგად, ჩარლტონს ნეკნები გაუტყდა, რამაც პნევმონია გამოიწვია. საბოლოოდ კი, შემთხვევიდან 5 დღეში ბობი გარდაიცვალა.