ანდრე ონანამ შეიძლება "ევერტონთან" ითამაშოს

AutoSharing Option
კამერუნის ნაკრებიდან მეკარე ანდრე ონანა ტრავმირებული დაბრუნდა, თუმცა 26 ნოემბერს "ევერტონთან" თამაშს იმედოვნებს.

ESPN-ის ცნობით, ონანას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და დიდი ალბათობით, მალე ჩადგება მწყობრში.

ონანას ამ დღეებში სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ და მისი "ევერტონთან" მატჩში მონაწილეობა-არმონაწილეობა ამის შემდეგ გადაწყდება.