80 წლის ასაკში ტერი ვენეიბზლი გარდაიცვალა

AutoSharing Option
ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 80 წლის ასაკში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი და შემდეგ უკვე მწვრთნელი ტერი ვენეიბზლი გარდაიცვალა.

ის ფეხბურთელობის დროს "ჩელსის", "ტოტენჰემის", "კრისტალ პალასისა" და ქპრ-ის ღირსებას იცავდა, მწვრთნელობის პერიოდში კი "ბარსელონას", "ტოტენჰემს", "ლიდსს", ინგლისის ნაკრებსა და არაერთ ცნობილ გუნდს ავარჯიშებდა.

1996 წელს მან სამშობლოში გამართულ მუნდიალზე ინგლისის ნაკრებს ბრინჯაოს მედლები მოუპოვა.