"ასტონ ვილამ" "სიტი" დაამარცხა და მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-15 ტურში "ასტონ ვილამ" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. 

მასპინძელთა შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი ლეონ ბაილიმ 74-ე წუთზე გაიტანა. 

ზოგადად შეხვედრა უნაი ემერის შეგირდების სრული უპირატესობით წარიმართა, რაშიც კარის მიმართულებით 22 დარტყმა ამტკიცებს, პეპის გუნდმა კი დარტყმა სულ რაღაც 2-ჯერ სცადა. 

"ასტონ ვილა" 32 ქულით მე-3 ადგილზე გადავიდა, მომდევნო მატჩს კი 9 დეკემბერს, "არსენალთან" გამართავს. 

"სიტის" 30 ქულა აქვს და მე-4 პოზიციას იკავებს. 10 დეკემბერს "ქალაქელები" "ლუტონს" ესტუმრებიან.