ერთმანეთზე ლამაზი გოლები - "ჩელსიმ" "ნიუკასლი" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 28-ე ტურის ბოლო მატჩში "ჩელსიმ" "ნიუკასლს" უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე ნიკოლას ჯექსონმა გახსნა, 43-ე წუთზე კი ულამაზესი გოლით ისაკმა ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ნახევარში "არისტოკრატები" გააქტიურდნენ და კოულ პალმერმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. 76-ე წუთზე კი მიხაილო მუდრიკმა ოსტატურად იმოქმედა და "ჩელსის" მხრიდან ბოლო გოლი გაიტანა.

90-ე წუთზე მერფიმ ანგარიში შეამცირა, თუმცა "ნიუკასლმა" ქულის გადარჩენა ვერ მოახერხა.

ამრიგად, "ჩელსი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-11 ადგილს იკავებს. მაურისიო პოჩეტინოს გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 17 მარტს,
ინგლისის თასზე "ლესტერის" წინააღმდეგ გამართავს.

"ნიუკასლი" 40 ქულით მე-10 ადგილზეა. "კაჭკაჭები" 16 მარტს "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მუდრიკმა მაგარი გოლი გაიტანა,ბლოხინის სტილში.მიხარია როდესაც უკრაინელები წარმატებას აღწევენ.
ამაშია საქმე
16:22 12-03-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული