"მილანმა" თვალი დიეგო კოშტასაც დაადგა

AutoSharing Option
ანტონიო კონტეს მიერ ლონდონის "ჩელსიდან" მოკვეთილ დიეგო კოშტას კარიერის "მილანში" გაგრძელების შანსი აქვს.

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, "როსონერის" წარმომადგენლები კოშტას აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.

ცნობილია, რომ "ჩელსი" 28 წლის გაესპანელებულ ბრაზილიელზე იმედებს აღარ ამყარებს. თავად ფეხბურთელს "ატლეტიკოში" დაბრუნება სურს, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ მადრიდელებს FIFA-მ ფეხბურთელების ყიდვა 2018 წლის იანვრამდე აუკრძალა.

ამ ყველაფრის პარალელურად, "ბეშიქთაშის" გულშემატკივრები დიეგო კოშტას თავიანთ საყვარელ კლუბში კვლავ იწვევენ. ფეხბურთელის "ინსტაგრამის" ფოტოზე ასეთი უკვე 4 მილიონამდე მიწვევა დაფიქსირდა.

-
"ბეშიქთაშის" გულშემატკივრები დიეგო კოშტას Instagram-ს უტევენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული