ზაფხულის ყველა ტრანსფერი. წინასგან განსხვავებული სერია A შაბათს იწყება

AutoSharing Option
შაბათს ახალი იტალიური სეზონი იწყება. ექსპერტების ვარაუდით, სერია A-ს მომავალი კამპანია წინასგან განსხვავებული იქნება და პირველ რიგში იმით, რომ "იუვენტუსს" ტიტულის შენარჩუნებისთვის გაცილებით სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება. მაგალითად, იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი მიიჩნევს, რომ "ნაპოლი", რომელმაც ყველა წამყვანი მოთამაშე შეინარჩუნა, უკვე არის იმ დონეზე, რომ "ბებერ ქალბატონს" სკუდეტოსთვის ბრძოლაში შეეცილოს.

იმავე "იუვენტუსთან" სუპერთასის მატჩში ვნახეთ, რა შეუძლია "ლაციოს", რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაზე ექნება პრეტენზია.

რევოლუციური ცვლილებები მოხდა "რომაში". ფეხბურთიდან წავიდა ფრანჩესკო ტოტი, შეიცვალა კლუბის სპორტული დირექტორი: ვალტერ საბატინის
ნაცვლად "სევილიაში" ნაყოფიერი მუშაობით ცნობილი მონჩი მიიწვიეს. რაც მთავარია, შეიცვალა გუნდის მთავარი მწვრთნელი - ამ პოსტზე ახლა "ჯალოროსის" ყოფილი ნახევარმცველი, ნიჭიერი სპეციალისტი ეუსებიო დი ფრანჩესკო საქმიანობს, ვინც "სასუოლოში" მიღწეული შედეგებით დაიგდო სახელი.

მნიშვნელოვანი ძვრებია მილანურ გრანდებში ჩინური ინვესტიციების ფონზე. მართალია, არც "ინტერში" და არც "მილანში" ჯერ ვერ ვხედავთ სუპერვარსკვლავებს, მაგრამ შეიძლება ეს დროის ამბავი იყოს. "მილანში" მთავარ მწვრთნელად დარჩა ვინჩენცო მონტელა, "ნერაძურიში" კი ყველა მოუთმენლად ელის, როგორ ნაყოფს გამოიღებს ლუჩანო სპალეტის მიერ დაწყებული შემადგენლობის რეორგანიზაცია რანოკიათი, ბორხა ვალეროთი, იოვეტიჩით, დალბერტით და ასე შემდეგ...

"მილანში" მნიშვნელოვანი მატებაა დაცვაში - ლეონარდო ბონუჩის სახით, რაც, პირიქით, სერიოზული დანაკლისია "იუვენტუსისთვის". ამას გარდა, თავდასხმაში მოვიდა ბორინი "საუთჰემპტონიდან".

ზემოთ ნახსენებ ექვსეულთან ახლოს, ალბათ, იტრიალებს "ატალანტა", რომელსაც გასულ წელს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, თუმცა ბერგამოულ კლუბს შედარებით დაასუსტებს კესისა და კონტის წასვლა (ორივე "მილანში" გადავიდა).

ევროპალიგის ზონაზე ექნებათ პრეტენზია "ტორინოსა" (თუმცა მხოლოდ ანდრეა ბელოტის შენარჩუნება მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში საკმარისი ვერ იქნება) და "ფიორენტინასაც". შესაძლოა, ამათ შორის იყოს "უდინეზეც", სადაც ლუიჯი დელ ნერის ხელი უფრო მკაფიოდ უნდა გამოჩნდეს.

"ჯენოა", "კალიარი", "კიევო", "ბოლონია", "სამპდორია" - ეს არის გუნდების ჯგუფი დაახლოებით იდენტური შესაძლებლობებითა და მიზნებით.

შარშანდელმა დებიუტანტმა "კროტონემ" გასულ სეზონში სასწაულით შეინარჩუნა ადგილი ელიტაში, თუმცა ზედიზედ მეორე სეზონში ეს გაცილებით რთული იქნება.

რთულია იმის თქმაც, რომელი დებიუტანტისგან უნდა ველოდოთ სიურპრიზს. სპალ-სა და "ბენევენტოსთან" შედარებით, "ვერონას" სახელი ქუხს, მით უმეტეს, გუნდში დარჩა გამოცდილი ფორვარდი ჯამპაოლო პაცინი, ხოლო "ატლეტიკოდან" მოვიდა ალესიო ჩერჩი, რაც რომეოსა და ჯულიეტას ქალაქის გუნდს უკეთესი პერსპექტივისთვის მეტ შანსს აძლევს.

I ტური
შაბათი. 19 აგვისტო
იუვენტუსი-კალიარი 20:00
ვერონა-ნაპოლი 22:45
კვირა. 20 აგვისტო
ატლანტა-რომა 20:00
ბოლონია-ტორინო 22:45
კროტონე-მილანი 22:45
ინტერი-ფიორენტინა 22:45
ლაციო-სპალ 22:45
სამპდორია-ბენევენტო 22:45
სასუოლო-ჯენოა 22:45
უდინეზე-კიევო 22:45

ზაფხულის ტრანსფერები

 

ატალანტა

მოვიდნენ: დელ გროსო (სპალ), ასმა (აველინო), მარილუნგო (ემპოლი), მანჩინი (პერუჯა), ჰაასი (ლიუცერნი), გოსენსი (ჰერაკლესი), ვიდო (ჩიტადელა), შმიდტი (სან პაულუ), პალომინო (ლუდოგორეცი), კორნელიუსი (კოპენჰაგენი), ილიჩიჩი (ფიორენტინა), კასტანი (გენკი), პესინა (კომო), ორსოლინი (ასკოლი), მილიორელი (ფერალპიზალო), დე როონი (მიდლსბრო)
წავიდნენ: რაიმონდი (დაასრულა კარიერა), მილიაჩო (დაასრულა კარიერა), მუნიე (ბოლონია), კესი (მილანი), ლატი (პესკარა), კაპონე (პესკარა), კონტი (მილანი), პალოსკი (სპალ), კაბეცასი (პანათინაიკოსი), დ"ალესანდრო (ბენევენტო), პეშიჩი (ცრვენა ზვეზდა)

ბენევენტო

მოვიდნენ: აგიეი (ანკონა), კანუტი (იუვე სტაბია), კოდა (სალერნიტანა), ბელეცი (კარპი), ლეტიცია (კარპი), გრავილიონი (ინტერი), კოშტა (ემპოლი), დი კიარა (პერუჯა), დ"ალესანდრო (ატალანტა), ბრინიოლი (პერუჯა)
წავიდნენ: კრანიო (კალიარი), პაიაჩი (კალიარი), ფალკო (ბოლონია), ალასტრა (პალერმო), მატერა (ანდრია), პეცი (ჩიტადელა), ბუცეგოლი (ასკოლი), კალაცა (უდინეზე)

ბოლონია

მოვიდნენ: ფალკო (ბენევენტო), კრიზეტიგი (კროტონე), მუნიე (ატალანტა), დე მაიო (ფიორენტინა), გ. გონსალესი (პალერმო), პოლი (მილანი), ფალეტი (ტერნანა), ავენატი (ტერნანა), სანტურო (სირაკუზა)
წავიდნენ: ჯემაილი (მონრეალი), სადიქი (რომა), რიცო (სპალ), ოიკონომე (სპალ)

კიევო

მოვიდნენ: ბანი (პრო ვერჩელი), დაპლერა (ბარი), ჩინელი (ნოვარა), მბაიე (კარპი), ლერისი (იუვენტუსი), იამგა (არეცო), გაუდინო (ბაიერნი), რიჯონე (ჩეზენა), გარიტანო (ჩეზენა), როდრიგესი (ჩეზენა), პუჩარელი (ემპოლი), იაროშინსკი (კრაკოვია)
წავიდნენ: სარდო (დაასრულა კარიერა), ისკო (კროტონე), სპოლი (ჯენოა), გაკპე (ჯენოა)

კალიარი

მოვიდნენ: კრანიო (ბენევენტო), პაიაჩი (ბენევენტო), ბალცანო (ჩეზენა), კოსუ (ოლბია), კოპი (ხიხონი), კოლომბატო (ტრაპანი), ჯანეტი (სპეცია), ჩიგარინი (სამპდორია), ანდრეოლი (ინტერი)
წავიდნენ: დი ჯენარო (ლაციო), გაბრიელი (მილანი), ბრუნო ალვეში (რეინჯერსი), მურუ (სამპდორია), ისლა (ფენერბაჰჩე), ჰანი (პერუჯა)

კროტონე

მოვიდნენ: ჯელი (სპეცია), ბუდიმირი (სამპდორია), ფარაონი (უდინეზე), კრაგლი (ფროზინონე), კაბრერა (სარაგოსა), ისკო (კიევო), ტროტა (სასუოლო), აიეტი (ტორინო), კროჩატა (მილანი), მანდრაგორა (იუვენტუსი)
წავიდნენ: მესბა (ლოზანა), როზი (ჯენოა), კრიზეტიგი (ბოლონია), ჯ. ფერარი (სასუოლო), ფალჩინელი (სასუოლო), კაპეცი (სამპდორია), კლაიტონი (კრომონეზე), დოს სანტოსი (კრემონეზე)

ფიორენტინა

მოვიდნენ: პეტრიჩონე (ტერნანა), მატი ფერნანდესი (მილანი), რებიჩი (ფრანკფურტი), ბაესი (სპეცია), მილენკოვიჩი (პარტიზანი), ჰიუგო (პალმეირასი), გასპარი (ვიტორია), ხრისტოვი (სლავია სოფია), ზეხნინი (ოდ გრენლანდი), ვერეტუტი (ასტონ ვილა), გრაიციარი (სლოვანი), ბენასი (ტორინო), ეისერიკი (ნიცა)
წავიდნენ: ტელო (ბეტისი), როდრიგესი (სან ლორენსო), სალსედო (აინტრახტი), ილიჩიჩი (ატალანტა), მლაკარი (ვენეცია), კასტროვილი (კრემონეზე), ბორხა ვალერო (ინტერი), ვესინო (ინტერი), ბერნარდესკი (იუვენტუსი), მილიჩი (ოლიმპიაკოსი), ტეტერუშანუ (ნანტი), ბარონი (ლუკეზე), ტროვატო (კოზენცა), მილიტარი (ჩეზენა)

ჯენოა

მოვიდნენ: ლანდრე (პიზა), გორგა (ხიმნასია), ფლამოცი (ფროზინონე), გაკპე (კიევო), როზი (კროტონე), გალაბინოვი (ნოვარა), სპოლი (კიევო), ბერტოლაჩი (მილანი), ლაპადულა (მილანი), როდრიგესი (ბანფილდი)
წავიდნენ: ნტჩამი (მანჩესტერ სიტი), კატალდი (ბენევენტო), ბეგეტო (ფროზინონე), რაულ ასენსიო (აველინო), პინილია (უნივერსიდად დე ჩილე), ფლამოცი (ბარი), მუნიოსი (ლეგანესი)

ინტერი

მოვიდნენ: რანოკია (ჰალი), იოვეტიჩი (სევილია), სკრინიარი (სამპდორია), პადელი (ტორინო), ბორხა ვალერო (ფიორენტინა), ოდეგაარდი (ლუნგბიუ), ვესინო (ფიორენტინა), დალბერტი (ნიცა)
წავიდნენ: კარისო (მონტერეი), ბანეგა (სევილია), გრავილიონი (ბენევენტო), ანდრეოლი (კალიარი), ბაკაიოკო (სოშო), ბიაბიანი (სპარტა პრაღა), მედელი (ბეშიქთაში)

იუვენტუსი

მოვიდნენ: ბეტანკური (ბოკა ხუნიორსი), ტიამი (ემპოლი), მარონე (ვარეგემი), დუგლას კოშტა (ბაიერნი), დე შილიო (მილანი), ბერნარდესკი (ფიორენტინა), შჩესნი (რომა)
წავიდნენ: დან ალვეში (პსჟ), ლერისი (კიევო), მატიელო (სპალ), აუდერო (ვენეცია), ნეტო (ვალენსია), ბონუჩი (მილანი), მანდრაგორა (კროტონე), ლემინა (საუთჰემპტონი), რინკონი (ტორინო)

ლაციო

მოვიდნენ: გუერიერი (ტრაპანი), პალომბი (ტერნანა), მაურისიო (სპარტაკი), ფილიპინი (ენტელა), ლუიზ ფელიპე (სალერნიტანა), მინალა (სალერნიტანა), კიშნა (ლილი), პერეა (ლუგო), ოიკონომიდისი (ორჰუსი), მორისონი (ქუინზ პარკი), მარუშიჩი (ოსტენდე), ლუკას ლეივა (ლივერპული), დი ჯენარო (კალიარი), ფელიპე კაისედო (ესპანიოლი), ამეტ ლო (რეჯინა)
წავიდნენ: ბილია (მილანი), მინალა (სალერნიტანა)

მილანი

მოვიდნენ: გაბრიელი (კალიარი), ჟოზე მაური (ემპოლი), ნიანგი (უოტფორდი), ძიგონი (სპალ), მუსაკიო (ვილიარეალი), როდრიგესი (ვოლფსბურგი), კესი (ატალანტა), კონტი (ატალანტა), ანდრე სილვა (პორტუ), ბორინი (სანდერლენდი), ჩალჰანოღლუ (ლევერკუზენი), ა. დონარუმა (ასტერასი), ბონუჩი (იუვენტუსი), ბილია (ლაციო)
წავიდნენ: პაშალიჩი (სპარტაკი), მატი ფერნანდესი (ფიორენტინა), ოკამპოსი (მარსელი), ჰონდა (პაჩუკა), პოლი (ბოლონია), პლიცარი (ტერნანა), კუცკა (ტრაბზონსფორი), ბერტოლაჩი (ჯენოა), ლაპადულა (ჯენოა), დე შილი (იუვენტუსი), ვანჯონი (მონტერეი), ჰაჯიოსმანოვიჩი (სამპდორია), ელი (ალავესი), კროჩატა (კროტონე), ძიგონი (ვენეცია)

ნაპოლი

მოვიდნენ: ბიფულკო (კარპი), სუნიგა (უოტფორდი), ლუპერტო (პრო ვერჩელი), კალსოლა (პერუჯა), დ. საპატა (უდინეზე), დუმიტრუ (ნოტინგემი), უნასი (ბორდო), მარიო რუი (რომა)
წავიდნენ: არავინ

რომა

მოვიდნენ: იტურბე (ტორინო), კასტანი (ტორინო), სკორუპსკი (ემპოლი), დიომბერი (ახმატი), სადიქი (ბოლონია), ვანკიერი (მარსელი), მორენო (პსვ), პელეგრინი (სასუოლო), კარსდორპი (ფეიენოორდი), გონალონი (ლიონი), იუნდერი (ბაშაქშეჰირი), დეფრელი (სასუოლო), კოლაროვი (მანჩესტერ სიტი), კორლუ (ბრონდბიუ)
წავიდნენ: ტოტი (დაასრულა კარიერა), შჩესნი (იუვენტუსი), ვერმალენი (ბარსელონა), გრანიე (ლიონი), სალაჰი (ლივერპული), პარედესი (ზენიტი), რიუდიგერი (ჩელსი), მარიო რუი (ნაპოლი), კრიზანტო (სიენა), მარკიცა (სასუოლო), ანოჩიჩი (ჯენოა), ფრატეზი (სასუოლო)

სამპდორია

მოვიდნენ: ვერე (პესკრა), პალუმბო (ტერნანა), კაპეცი (კროტონე), ბონაცოლი (ბრეშა), ივანი (ბარი), ჰაჯიოსმანოვიჩი (მილანი), კაპრარი (პესკარა), მურუ (კალიარი), კოვნაცკი (ლეხი), ვუიჩიჩი (ჰაიდუკი), ჯ. ფერარი (კროტონე), რამირესი (მიდლსბრო)
წავიდნენ: პალომბო (დაასრულა კარიერა), სკრინიარი (ინტერი), ბრუნო ფერნანდესი (სპორტინგი), ჩიგარინი (კალიარი), ბუდიმირი (კროტონე), მურიელი (სევილია)

სასუოლო

მოვიდნენ: აჰმეტაი (ჩეზენა), ფალჩინელი (კროტონე), ბანდინელი (ლატინა), მარკიცა (რომა), ფრატეზი (რომა), კასატა (ასკოლი), მარსონი (პალერმო), გოლდანიგა (პალერმო)
წავიდნენ: აკვილანი (პესკარა), პელეგრინი (რომა), გამბარდელა (ლეჩე), დეფრელი (რომა), პომინი (პალერმო)

სპალ

მოვიდნენ: მატიელო (იუვენტუსი), ოიკონომუ (ბოლონია), რიცო (ბოლონია), ვივიანი (ვერონა), ფელიპე (უდინეზე), ა. გომისი (სალერნიტანა), პალოსკი (ატალანტა), პოლვანი (პონტედერა), ვაისანენი (აიკ), კონატე (მალმიო), გრასი (ატალანტა)
წავიდნენ: პონტისო (უდინეზე), ბონიფაცი (ტორინო), დელ გროსო (ატალანტა), გილიონი (პრო ვერჩელი), ძიგონი (მილანი), კასტანიეტი (ემპოლი), ჯანი (სპეცია), მურანო (ტრაპანი), სილვესტრი (ტრაპანი), ფინოტო (ტერნანა), არინი (კრემონეზე)

ტორინო

მოვიდნენ: მილინკოვიჩ-სავიჩი (ლეხია), ბონიფაცი (სპალ), არამუ (პრო ვერჩელი), პარიჯინი (ბარი), ლიანკო (სან პაულუ), სირიგუ (პსჟ), ბერენგერი (ოსასუნა), ნკულუ (ლიონი), რინკონი (იუვენტუსი)
წავიდნენ: ჰარტი (ვესტ ჰემი), კასტანი (რომა), იტურბე (რომა), ტახციდისი (ოლიმპიაკოსი), პადელი (ინტერი), გასტონ სილვა (პუმასი), აიეტი (კროტონე), ბენასი (ფიორენტინა)

უდინეზე

მოვიდნენ: პონტისო (სპალ), ვაგი (ლესტერი), ინსუა (რასინგი), ინიგესი (ტიგრე), ველასკესი (კარაკასი), ლასანია (კარპი), ა. საპატა (მილიონარიოსი), კონე (გრანადა), მალე (გრანადა), ბარაკი (სლავია პრაღა), ბიძარი (პესკარა), პეცელა (პალერმო), ინგესონი (კალმარი), ნუიტინკი (ანდერლეხტი), ბაჯიჩი (ქონიასფორი), კაიაცა (ბენევენტო)
წავიდნენ: კუმსი (გენტი), საპატა (ნაპოლი), ფელიპე (სპალ), ფარაონი (კროტონე), ოტრო (ვერონა), ბადუ (ბურსასფორი), გაბრიელ სილვა (სტ. ეტიენი)

ვერონა

მოვიდნენ: ვერდე (აველინო), ლანერი (მოდენა), ბროსკო (ლატინა), ჩერჩი (ატლეტიკო), ოტრო (უდინეზე), ფელიჩოლი (ასკოლი), სილვესტრი (ლიდსი), ბიუხელი (ემპოლი), კასერესი (საუთჰემპტონი)
წავიდნენ: ბოლდორი (მონრეალი), განცი (პესკარა), პიზანო (ბრისტოლი), კაპელუცო (პესკარა), სილიგარდი (პარმა), ლუპი (ენტელა)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული